დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

2023-07-24 17:12:11

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებიით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6003 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5771 ლარი იყო.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0232 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8837 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8673 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 ივლისს შევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები