დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარი დოლართან ერთბაშად 3 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან ერთბაშად 3 თეთრით გაუფასურდა

2023-05-24 17:05:13

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5570 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0309 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7825 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7559 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0266 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 მაისს შევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები