დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლარში განთავსებული დეპოზიტები 40%-იან ზრდას აჩვენებს

ლარში განთავსებული დეპოზიტები 40%-იან ზრდას აჩვენებს

2023-06-28 18:00:37

2023 წლის მაისის მდგომარეობით კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 7 622,1 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 3 374,7 მლნ ლარი  მოთხოვნამდე დეპოზიტებია, ხოლო დანარჩენი, 4 247,7 მლნ ლარის არის ვადიანი დეპოზიტები. 

აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ ლარში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა თვიურ ჭრილში 4%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში კი 40%-ით.

მაისის მდგომარეობით ლარში ვადიანი დეპოზიტების ყველაზე მეტი წილი - 40%-ი, 6-დან 12 თვემდე ვადიან დეპოზიტებზე მოდის, რამაც სულ 1 706,1 მლნ ლარი შეადგინა. 

მეორე ადგილზეა 1 წელზე მეტი ვადიანობის მქონდე დეპოზიტები, მაისის მდგომარეობით აღნიშნული ვადიანობის დეპოზიტებზე 1 489,8 მლნ ლარი მოდის. 

მესამე ადგილზეა 3-დან 6 თვემდე დეპოზიტები, რომელზედაც 671,0 მლნ ლარია განთავსებული. 

მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.22% შეადგინა, მათ შორის ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 1.26%.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები