დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლატვიის კანონმდებლობით შესაძლებელია, სახელმწიფომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს

ლატვიის კანონმდებლობით შესაძლებელია, სახელმწიფომ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინას გადასცეს

2023-02-17 16:16:16

ლატვიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინის არმიას გადასცეს, ამის შესახებ ლატვიური გამოცემა Delfi-ი წერს.

მედიის ცნობით, თითოეული ინდივიდუალური შემოწირულობა ლატვიის მინისტრთა კაბინეტის თანხმობას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ლატვიამ მიიღო კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს.

კერძოდ,  განიხილება ორი შემთხვევა: თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა და მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე.

ავტომანქანების კონფისკაციის პირველ შემთხვევებზე, ინფორმაცია 2022 წლის დეკემბრის ბოლოს გაავრცელდა.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები