დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს - ალექსანდრე ძნელაძე

ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს - ალექსანდრე ძნელაძე

2024-04-08 15:58:00

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტლებას არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის შესახებ ლოგიკურს უწოდებს.

„იმ დოლარიზაციის მაჩვენებლის ფონზე, რომელიც იყო 2023 წელს და ლარიზაციის პროცესების შენელების ფონზე, სებ-ის მხრიდან მოსალოდნელი იყო გარკვეული ქმედებები. ეს იყო ლიმიტის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის უმთავრესი მიზანია ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა და კვლავინდებურად იმ ჩარჩოებში ჩაყენება, როგორც ეს წინა პერიოდში იყო“, - აცხადებს ძნელაძე.

მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება ლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს და საკრედიტო ბაზარზე ნეგატიური გავლენა არ ექნება.

„იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებამ, არამედ სხვა პროცესებმაც, რომელიც სახეზე გვაქვს, მათ შორის ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ სტაბილური ეროვნული ვალუტის პირობებში, ერთად აღებული ლარიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი“, - აღნიშნავს ძნელაძე. 

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს 300 000-დან 400 000 ლარამდე ზრდის. ცვლილება ძალაში 2024 წლის 1 მაისიდან შევა.


მსგავსი სიახლეები