დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Lineate-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე უზბეკეთში სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება

Lineate-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე უზბეკეთში სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება

2024-02-17 23:37:00

20-23 თებერვალს უზბეკეთში სავაჭრო მისიის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, რომელსაც IT კომპანია Lineate-ი ბიზნეს განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძედაესწრებაუზბეკეთის სავაჭრო მისია USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დასაქართველოს ბანკის ინიცირებით მესამედ გაიმართება თებერვალში.

სავაჭრო მისიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენი მიზანია, Lineate- გაცნობა და სერვისების შეთავაზება მსხვილ უზბეკურ კომპანიებისათვის. როგორც მოგეხსენებათ უზბეკეთი შუა აზიის რეგიონში ერთერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკაა და ქვეყანა აქტიურად ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. სწორად ამიტომ გვსურს რომ ჩვენც ჩავერთოთ უზბეკეთის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციის პროცესში“, - ამბობს ლინეიტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე. 

USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ და საქართველოს ბანკმა 2022 წელს ჩაუყარესსაფუძველი ცენტრალურ აზიაში სავაჭრო მიმოსვლისა და ექსპორტის ხელშეწყობის ინიციატივას,რის შედეგადაც, 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის დეკემბერში განხორციელდა ორი სავაჭრომისია უზბეკეთში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT), ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა (BPO) და სამშენებლო მასალების წარმოების ინდუსტრიებში მოქმედი 25 ქართული საწარმოს მონაწილეობით. ორივე მისიის ფარგლებში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათგაემართათ ჯამში 150-ზე მეტი B2B შეხვედრა თავიანთი პროდუქტებისადა სერვისების პოტენციურ მყიდველებთან და პარტნიორებთან, ასევე, მიეღოთ მონაწილეობა USAID-ის, უზბეკეთის IT პარკისადა AMCHAM უზბეკეთის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში.. სავაჭრო მისიებში მონაწილეკერძო სექტორის წარმომადგენლებმა სხვადასხვა ინდუსტრიიდან გააგრძელეს ფიზიკური ვიზიტებითუ ონლაინ ფორმატის შეხვედრები.

როგორც USAID - ის პროგრამისა და  საქართვევლოს ბანკის ინიციატივის ფარგლებში, ისე მის მიღმა, რამაც კონკრეტული შედეგებიც მოიტანა. წარმატების მაგალითების გაზიარებით, 2024 წელს, თებერვალში, იგეგმება მესამე ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში, საქართველოს გაზიარებული ინტელექტუალური სერვისების (SIS) სექტორისა და შესაფუთი მასალების  ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, 14 ახალი კომპანიის მონაწილეობით.

 

“SIS სექტორი და შესაფუთი მასალების წარმოება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისპროგრამის  პრიორიტეტული მიმართულებებია, ამავდროულად, ჩვენი მიზნები თანხვედრაშიაქვეყნის მისწრაფებასთან, განავითაროს ცოდნის ეკონომიკა და მცირე და საშუალო ბიზნესი. შერჩეული ქართული კომპანიებიც მოტივირებულები არიან, გაფართოვდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდონ გაყიდვები. უზბეკეთში მსგავსი სახის მისიები ტექნოლოგიური თუ მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, იძლევა უამრავ შესაძლებლობას არა მხოლოდ სამიზნე საექსპორტო ბაზრის ათვისების მიმართულებით, არამედ, ქართველ მეწარმეებს ასევე სთავაზობს უნიკალურ პლატფორმას, რეგიონში ახალი პარტნიორების გასაცნობად. შესაბამისად, ჩვენი პროგრამა მხარს უჭერს ქართული კომპანიების შესვლას და განვითარებას უზბეკეთის ბაზარზე“, - ნათქვამია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებშიგავრცელებულ ინფორმაციაში.

 

უზბეკეთში სავაჭრო მისიების მიზანია, ქართულმა ICT, BPO და მსუბუქი მრეწველობის სექტორში მოქმედმა კომპანიებმა დაიმკვიდრონ ადგილი უზბეკეთის ბაზარზე, გაიღრმავონ კავშირები არამხოლოდ პოტენციურ მყიდველებთან, რაც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვებსა დაშემოსავლებს გაზრდის, არამედ დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთანაც, რაც ბაზარზე შესვლის წინაპირობაა. რიგით მესამე ოფიციალური მისია უზბეკეთში ეფუძნება გასულიწინა ორი მისიის წარმატებას, გამოცდილებას და შედეგებს.

 

„Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით . ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში,პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები