დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიონელ მესი აშშ-ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა

ლიონელ მესი აშშ-ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა

2024-02-25 12:20:00

MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი აშშ-ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა. არგენტინელმა, რომელიც 2023 წლის ზაფხულიდან აშშ-ში თამაშობს, პირველი ადგილი დაიკავა SSRS-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ ტარდება.

მესი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა 2023 წლის მეოთხე კვარტალის შედეგების მიხედვით და ის პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. 2023 წლის პირველ კვარტალში ლიდერობდა ტომ ბრეიდი, მეორეში და მესამეში კი – მაიკლ ჯორდანი.

SSRS-ის გამოკითხვებში საუკეთესო სპორტსმენი აქამდე მხოლოდ 7 ადამიანი გამხდარა. ესენი არიან გოლფისტი ტაიგერ ვუდსი, კალათბურთელები მაიკლ ჯორდანი, კობი ბრაიანტი, სტეფენ კარი, ლებრონ ჯეიმსი, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები პეიტონ მენინგი და ტომ ბრეიდი.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები