დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლუდის წარმოება იზრდება - ადგილობრივ კომპანიებზე 6%-ით მეტი აქციზური მარკა გაიცა

ლუდის წარმოება იზრდება - ადგილობრივ კომპანიებზე 6%-ით მეტი აქციზური მარკა გაიცა

2023-11-27 04:00:54

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ლუდის ადგილობრივ წარმოებაზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა 6%-ითაა გაზრდილი.

შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის 10 თვეში ლუდის ადგილობრივ წარმოებაზე 67 572 141 ერთეული აქციზური მარკა გაიცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 63 950 476 ერთეული აქციზური მარკა.

ბოლო წლების სტატისტიკით, ლუდზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა მზარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებაც იზრდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით ლუდზე აქციზური მარკების რაოდენობა 9%-ითაა გაზრდილი.

  • 2020 წელი - 66,492,447 აქციზური მარკები,
  • 2021 წელი - 67,745,416 აქციზური მარკები,
  • 2022 წელი - 73,791,811 აქციზური მარკები.

საგულისხმოა, რომ 2016-2023 წლებში ლუდის ადგილობრივ წარმოებაზე სულ გაცემულია 507,432,741 აქციზი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები