დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მაღალი მოთხოვნის ფონზე, ბინების გაქირავების ფასი ისევ იზრდება - ასოციაცია

მაღალი მოთხოვნის ფონზე, ბინების გაქირავების ფასი ისევ იზრდება - ასოციაცია

2023-06-01 12:00:11

უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება ფაქტობრივად უცვლელია. განსაკუთრებით ქირის სეგმენტში, მაღალი მოთხოვნაა და შესაბამისად, ფასიც გაზრდილია.

ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიუმ კლასის უძრავ ქონებაზე მანამდეც მაღალი მოთხოვნა იყო და ეს ტენდენცია დღესაც შენარჩუნებულია, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში ეს მოცემულობა იქნება, ვიდრე რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება.

ასე გამოეხმაურა მებაღიშვილი ეროვნული ბანკის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული.

„პრემიუმ კლასის უძრავ ქონების ფასი მანამდეც მაღალი იყო. მაღალი მოთხოვნის ფონზე ქირის ღირებულება ისევ გაიზარდა. ახლა დასტაბილურებისკენ მიდის სიტუაცია და მოთხოვნა კვლავ აქტუალურია. ბაზარზე ძირითადი დამქირავებლები მაინც რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც უფრო საშუალო ან შედარებით დაბალი კლასის უძრავ ქონებას ყიდულობენ. პრემიუმ კლასის ბინებს ითხოვენ ევროპიდან ჩამოსული მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სხვადასხვა სამსახურში არიან დასაქმებულები. თუმცა ამ სეგმენტში ქონება ლიმიტირებულია, რადგან საქართველოში პრემიუმ ტიპის უძრავი ქონების მოცულობა არის მცირე", - ამბობს მებაღიშვილი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქირის შემთხვევაში, ფასის ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს დაახლოებით 30%-ით აღემატება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, დაკრედიტებისას ქირიდან მისაღები შემოსავლების სტაბილურობის შეფასებისას აღნიშნული დინამიკა გაითვალისწინონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები