დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,მანნამ“ დაფასოებული თხილის ხაზი აღადგინა, კომპანია გაყიდვებს ივნისიდან დაიწყებს

,,მანნამ“ დაფასოებული თხილის ხაზი აღადგინა, კომპანია გაყიდვებს ივნისიდან დაიწყებს

2023-05-16 15:00:05

 

 

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელმა და დამფასოებელმა კომპანიამ „მანნამ“ დაფასოებული სახით თხილის წარმოების ხაზი აღადგინა.

2-წლიანი საწარმოო ციკლის შეჩერების შემდეგ ,,მანნას“ დაფასოებული თხილი ბაზარზე ივნისში გამოჩნდება.

როგორც კომპანიის დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ Business Insider Georgia- ს განუცხადა, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

„თხილეულის წარმოება 2021 წლის დასაწყისში დავიწყეთ. გარკვეული პერიოდი გაჩერებამ მოგვიწია დისტრიბუციის გადაცემის პრობლემის გამო. ეს საკითხი მოგვარდა და უკვე მომავალი თვიდან ,,მანნას“ დაფასოებული თხილი ქართულ სუპერმარკეტებში გაიყიდება. ჯერჯერობით ექსპორტზე არ ვფიქრობთ. თხილი ჩვენს წარმოებაში ჩაის პარალელურად დამატებითი ხაზია.

გაყიდვების მკვეთრ ზრდას ველოდებით, შემდეგ უკვე შესაძლებელია ექსპორტთან დაკავშირებითაც დავსახოთ გეგმა. ამ ეტაპზე ვცდილობთ ქართულ ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს ირაკლი ღურჭუმელია.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან გამოჩნდა.

კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები