დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარკ ცუკერბერგმა Meta-ს 185 მლნ დოლარის აქციები გაყიდა

მარკ ცუკერბერგმა Meta-ს 185 მლნ დოლარის აქციები გაყიდა

2023-12-05 12:40:13

ამერიკელმა მილიარდერმა, Meta-ს ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის აქციები პირველად გაყიდა. საუბარია დაახლოებით 185 მლნ დოლარის აქციებზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში ცუკერბერგის მიერ კონტროლირებად საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ბაზარზე მისი დაახლოებით 682 ათასი აქცია გაყიდეს. გაყიდვა მოჰყვა მათი ღირებულების ზრდას, რომელმაც თვის ბოლოსთვის 172%-ს მიაღწია, რაც აღემატება აშშ-ს თითქმის ყველა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას.

39 წლის მილიარდერი ამჟამად ფლობს Meta-ს დაახლოებით 13%-ს, რაც მისი 117,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონების უმეტესი ნაწილია. Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, ის მეცხრე უმდიდრესი ადამიანია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები