დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.01%-ი შეადგინა

მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.01%-ი შეადგინა

2024-04-03 10:59:00

2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის   მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.8 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინდექსზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
დაზღვევა (3.9 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (1.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.1 პროცენტით, რაც 0.98 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (5.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 10.2 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.54 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე:
საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (10.6 პროცენტი), დაზღვევა (3.9 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (3.2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.1 პროცენტი); 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები