დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastercard-i და Visa Binance-თან პარტნიორობას წყვეტენ

Mastercard-i და Visa Binance-თან პარტნიორობას წყვეტენ

2023-08-25 20:00:22

Mastercard-ი და Visa, Binance-თვის მარეგულირებელთან პრობლემების გამო საგადამხდელო კრიპტობარათების დამზადებაზე უარს ამბობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 

Visa-მ ევროპაში ერთობლივი პროდუქტების გამოშვება ივლისიდან დაასრულა, განუცხადა სააგენტოს კრიპტო სავაჭრო პლატფორმის წარმომადგენელმა.

Mastercard-ი კი Binance-თან პარტნიორობას სრულად სექტემბერში შეწყვეტს.

გადახდის სისტემების კომპანიებმა მათი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები