დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა 198 მლნ ლარი დაუჯდათ

მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა 198 მლნ ლარი დაუჯდათ

2024-01-12 10:00:00

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხები 22%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სახელმწიფო ხაზინამ 198,195,949.24 ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 162,913,679.53 ლარი.

მიმდინარე წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხების 60%-ის აკუმულირება ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მოხდა, ხოლო დარჩენილი 40%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში. უფრო კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 

79,283,742.38 ლარი მიიღო, ხოლო  ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტებმა 118,912,206.86 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სულ 179,192,361.48 ლარი შევიდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები