დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთი“ იტალიის ბაზარზე შედის

მეღვინეობა „ჩელთი“ იტალიის ბაზარზე შედის

2024-04-23 15:05:00

მეღვინეობა „ჩელთი“ იტალიაში Vinitaly- გამოფენაში მონაწილეობდა. კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „ჩელთის“ მიერ წარმოებულმა ქვევრის ღვინომ იტალიაში მოწონება დაიმსახურა და პოტენციურ პარტნიორებთან ამ ბაზარზე საცდელი პარტია უკვე გადატვირთეს.

„გამოფენა წარმატებული იყო. ბევრი პოტენციური პარტნიორი გავიცანით და მოლაპარაკებები დავიწყეთ. უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ და იტალიელებს გარკვეული გამოცდილებაც გაუზიარეთ და საინტერესო მეღვინეებიც გავიცანით“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

„ჩელთის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამ დრომდე კომპანია იტალიის ბაზარზე ოფიციალურად არ იყო წარმოდგენილი, თუმცა გერმანიიდან ამ ბაზარზე რამდენიმე მცირე შეკვეთა განახორციელა.

„დიდი დაინტერესება გამოიწვია ქვევრის ღვინომ, რადგან ეს იტალიელებისთვის განსხვავებული პროდუქტია. ამ დროისთვის „ჩელთის“ 20-მდე სახეობის ღვინო 27 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ბაზრის დივერსიფიცირების მიზნით კიდევ ვგეგმავთ გაყიდვების არეალის გაფართოებას“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი. 

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

 

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება.

კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

34 წუთის წინ

41 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები