დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთის“ ღვინო შვედეთში გავა

მეღვინეობა „ჩელთის“ ღვინო შვედეთში გავა

2023-06-06 10:30:22

მეღვინეობა „ჩელთის“ ღვინო შვედეთში გავა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, კომპანიამ შვედეთის მთავრობის მიერ გამიცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და პირველ ეტაპზე, ქვეყანაში 5 000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდება.

„შვედეთი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარია. ამ ბაზარზე შესვლა საკმაოდ რთულია. ალკოჰოლურ სასმელებზე სახელმწიფო მონოპოლიაა, ამიტომ ღვინის გაყიდვა მხოლოდ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში არის შესაძლებელი.

შვედეთი არის 28-ე ქვეყანა, სადაც ჩელთის ღვინო იქნება წარმოდგენილი. საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში „ჩელთის“ ქვევრის ღვინომ გაიმარჯვა“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.  

მისივე თქმით, არის გარკვეული ინტერესი „ჩელთის“ ღვინოებზე შვეიცარიისა და იტალიის ბაზრებზე.

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ამასთან, ანა მირიანაშვილი ამბობს, რომ „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები