დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა

მესტიაში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ლაბორატორიის ფილიალი გაიხსნა

2024-03-29 20:55:00

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისისამედიცინო ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გაფართოებას განაგრძობს.

ბრიტანული ხარისხის სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ დღეს დაბა მესტიაში ლაბორატორიის ფილიალი გახსნა. ინვესტიციის მოცულობა 20 000 ლარია.

„მესტიაში, ისევე, როგორც სხვა მაღალმთიან რეგიონში, სამედიცინო სერვისის ნაკლებობაა. ჩვენი ფილიალის გახსნის შედეგად, მოსახლეობას ყველა ტიპის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ადგილზევე შეუძლია. მაღალი სიზუსტის კვლევები კი დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სწორად დაგეგმვისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ დამფუძნებელმა ლევან ქობალიამ. 

კომპანიის გადაწყვეტილებით, ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით მესტიის მოსახლეობამ სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლა. კერძოდ, შშმ და 0-დან 18 წლის ასაკის მქონე 130–ზე მეტმა პირებმა, რამდენიმე ლაბორატორიული კვლევა უფასოდ ჩაიტარა.

აღსანიშნავია, რომ მესტია მე–12 რეგიონული ცენტრია, სადაც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა და ადგილობრივ მოსახლეობას 1 000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცა. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც საკვლევი ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

მესტიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა სექტორის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, რომელიც უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ავტომატიზებული ანალიზატორებითა და რეაგენტებითაა აღჭურვილი. ამასთან, კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სიზუსტესა და ხარისხს.

შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ–11“ და კომპანია „მედიქალ ვორლდ სპა & ველნესი“, რომელიც ქვეყანაში მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს.

უახლესი

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები