დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტი მწვანე ობლიგაცია უნდა მივაწოდოთ ბაზარს, რათა საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი

მეტი მწვანე ობლიგაცია უნდა მივაწოდოთ ბაზარს, რათა საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს - თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი

2024-05-02 14:00:00

თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო მწვანე ობლიგაციების მიმართულების განვითარების კუთხით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის რელევანტური დარჩეს, იმ ფონზე, როდესაც ამ ტიპის ობლიგაციებზე მსოფლიო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა მზარდია. 

„თუ შევხედავთ საერთაშორისო ტენდენციებს, მწვანე ობლიგაციების ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის ერთ ტრილიონ დოლარს აჭარბებს და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს რელევანტური საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტი მწვანე ობლიგაციის მიწოდება განვახორციელოთ ბაზარზე. 

ცნობადობა მნიშვნელოვნად იზრდება. თუ სამი წლის წინ არცერთი ობლიგაცია არ იყო, დღეს-დღეობით თიბისი კაპიტალის დახმარებით 5 მწვანე მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციაა გამოშვებული. 

ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გვაქვს იმისთვის, რომ ცნობადობა ავწიოთ და კომპანიებს მივეხმაროთ  ტრანსფორმაციის გზა გაიარონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით“, - ამბობს მერი ჩაჩანიძე.  

იგივე თემაზე: 

„თეგეტა“ ქართული კაპიტალის ბაზარზე პირველია, რომელმაც ლარში „მწვანე ობლიგაციები“ განათავსა - ვახტანგ კაჭარავა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები