დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და პასივები პირველ კვარტალში 14%-იან ზრდას აჩვენებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივები და პასივები პირველ კვარტალში 14%-იან ზრდას აჩვენებს

2023-05-25 11:00:44

2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების მოცულობამ  1 866 001 812 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-იან ზრდას აფიქსირებს.

სებ-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების მოცულობა 1 641 272 403 ლარი იყო. 

რაც შეხება პასივებს, 2023 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მათი მოცულობა 1 866 001 811 ლარს შეადგენდა. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ასევე 14%-ია.

პირველი კვარტლის ბოლოსთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ნაღდი ფულადი სახსრების მოცულობა 107 537 826 ლარს შეადგენდა, მთლიანი სესხების მოცულობა კი 1 580 623 694 ლარს. 

დარიცხული მისაღები პროცენტები და დივიდენდები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაგალითზე პირველი კვარტლის ბოლოს 22 807 404 ლარი იყო, ხოლო მათ მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების საერთო ღირებულება 4 881 204 ლარით იყო განსაზღვრული. 

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით ინვესტიციები საწესდებო კაპიტალში 1 034 926 ლარს შეადგენდა, ხოლო საანგარიშო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები 48 860 663 ლარს შეადგენდა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები