დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგების მარჟა I კვარტლის მიხედვით 25.61%-ია

მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგების მარჟა I კვარტლის მიხედვით 25.61%-ია

2023-08-27 01:40:00

ეროვნული ბანკის (NBG) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსურ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობამ 35 შეადგინა. ჯამურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ფლობენ 395 ფილიალს. საიდანაც, 38% - სამ მიკროსაფინანსოზე მოდის.

 

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სექტორის წმინდა მოგების მარჟა 2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით 25.61%-ია;
  • 2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით რიკო ექსპრესის წმინდა მოგების მარჟა 50.66%-ს შეადგენს;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა სასესხო პორტფელმა 1,506,956,852 ლარი შეადგინა, საიდანაც 849.4 მილიონი ბაზრის 3 უმსხვილეს მოთამაშეზე მოდის, რაც მთლიანი პორტფელის 56.4 %-ია;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავალმა 102,753,904 ლარი შეადგინა, საიდანაც  51,568,632 ლარი 3 უმსხივლეს მოთამაშეზე მოდის, რაც ჯამური საპროცენტო შემოსავლის 50 % -ია;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით საშუალო თვიური ანაზღაურება 2110 ლარია. 

 

ფილიალების რაოდენობის მიხედვით TOP-3 ყველაზე მსხვილი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია: კრისტალი -  50 ფილიალი, რიკო ექსპრესი - 53 ფილიალი, კრედიტსერვის+ - 48 ფილიალი.

დასაქმების სტატისტიკით კი შემდეგი სურათი იკვეთება: მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ჯამურად დასაქმებულია 4458 ადამიანი, რაც  5%-თ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში საშუალო პერსონალზე გაწეულმა ხარჯმა (გადასახადების გათვალისწინებით) 2109.52 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდისათვის არსებულ 1940.8 ლართან მიმართებით 4.06% ზრდას აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორში დასაქმებულითა 45% ზემოთხსენებულ სამ უმსხვილეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მოდის - 1061 ადამიანი დასაქმებულია „კრისტალში“, 619 „რიკო ექსპრესში“, 337 „კრედიტსერვის“ თანამშრომელია.

 

  • საშუალო სესხების მოცულობა 2023 წლის პირველ კვარტალში 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით შემცირდა 4.25% - ით და 1773.15 ლარი შეადგინა;
  • ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების რაოდენობა 2023 წლის პირველ კვარტალში 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 13.53%- ით ;
  • ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები მოცულობა გაიზარდა 8.71 %-ით;

 

2023 წლის მონაცემებით მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული რეპორტის მიხედვით ჯამური სასესხო პორტფელი შეადგენს  1,580,623,694 ლარს. აღნიშნული სასესხო პორტფელის 4.7%-ი ეროვნული ბანკის რეგულაციების თანახმად მიჩნეულია როგორც უიმედო (დარეზერვებული), შესაბამისად მირკო საფინანსოების წმინდა სასესხო პორტფელი 1,506,956,852 ლარია.  

აღნიშნული სასესხო პორტფელიდან სესხების 98.3% გაცემულია ფიზიკურ პირებზე. მათზე ჯამურად გაცემულია 836,158 სესხი, ფიზიკური პირების წმინდა სასესხო პორტფელი კი   1,482,635,329 ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ, 2023 წლის პირველ კვარტალში ფიზიკურ პირებზე მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მიერ 1773.15 ლარის ოდენობით სესხი გაიცა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ფიზიკურ პირებზე გაცემული წმინდა სასესხო პორტფელი შეადგენდა 1,363,824,121  ლარს, ჯამურად გაცემული იყო 736,493  სესხი და საშუალო წმინდა სესხის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 1851.7815 ლარი იყო. რაც მიუთითებს, რომ საშუალო სესხის ზომა შემცირებულია 4.25 %-ით. აღნიშნული კლება მეტწილად გამოწვეულია სავარაუდოდ სესხების რაოდენობის ზრდით, რომელიც საშუალოდ უფრო დაბალი მოცულობისაა. კერძოდ, გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 13.53 % - ით, რამაც შესაბამის პერიოდში გამოიწვია ფიზიკურ პირებზე გაცემული სასესხო პორტფელის 8.71 %ით ზრდა.

2023 წლის პირველ კვარტლის მონაცმებით, წმინდა სასესხო პორტფელის ნახევარს (50%) შეადგენს სალომბარდო სესხები, რაც განისაზღვრა 758,248,230 ლარით, ანალოგიურ პერიოდში, 2022 წლის პირველ კვარტალში სალომბარდო სესხების წილმა მთლიან სასესხო პორტფელში კვლავ დაახლოებით 50 პროცენტიანი წილი დაიკავა და 690,445,205 ლარს შეადგენდა.

 

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჯამურმა სასესხო პორტფელმა 1,506,956,852 ლარი შეადგინა, საიდანაც 849 მილიონი ბაზრის 3 უმსხვილეს მოთამაშეზე ნაწილდება, რაც მთლიანი პორტფელის 56.4 %-ია;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საპროცენტო შემოსავალმა 102,753,904 ლარი შეადგინა, საიდანაც 51,568,632 ლარი 3 უმსხვილეს მოთამაშეზე მოდის, რაც ჯამური საპროცენტო შემოსავლის 50 % - ია;
  • მიკროსაფინანსოების ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს სამომხმარებლო და სალომბარდო სესხები, რაც მთლიანი პორტფელის 26%  და 42% -ია. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასესხო პორტფელის 56.4%-ს  ბაზრის  3  მონაწილეზე მოდის (კრისტალი, რიკო ექსპრესი და კრედიტსერვის+), რაც ჯამურად 849.4 მილიონს შეადგენს.

შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს პირველი კვარტლის მანძილზე დაგენირრებული მთლიანი 102 მილიონი საპროცენტო შემოსავლიდან მიღებული აქვთ 51.5 მილიონი ლარის ჯამური საპროცენტო შემოსავალი, რაც მთლიანი სექტორის საპროცენტო შემოსავლების 50 პროცენტია.

ჯამურად დაგენერირებული 102 მილიონი საპროცენტო შემოსავალში - ძირითად შემოსავლის წყაროებს ინაწილებს სალომბარდო და სამომხმარებლო სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი, რაც მთლიანი შემოსავლის 68 პროცენტია, სამოხმარებლო სესხებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 26 მილიონიდან, კრისტალის და რიკო ექსპრესის საპროცენტო შემოსავლები შეადგენს  40%, კრედიტ სერვის+ არ გასცემს სამოხმარებლო სესხებს, სალომბარდო სესხებიდან კი სექტორმა მიიღო 43 მილიონი,

აღნიშნულმა სამმა კომპანიამ კი ჯამურად 25 მილიონი შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანი შემოსავლის 59% -ია, სალომბარდო სესხებში განსაკუთრებით აღსანიშნავია რიკო ექსპრესი, რომელმაც ცალკე აღებული 22 მილიონი ლარის ოდენობით საპროცენტო შემოსავლი დააგენერირა, რაც აღნიშნული კომპანიის ძირითად საპროცენტო შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

რიკო ექსპრესისათვის, მთლიან საპროცენტო შემოსავლებში სალომბარდო სესხებს 91 პროცენტიანი წილი უჭირავს, სამომხმარებლო სესხებს- 3%, დანარჩენი კი სხვა სახის სესხებზეა გადანაწილებული.

კრედიტსერვის+ -თვის სალომბარდო სესხები ასევე წარმოადგენს ძირითად საპროცენტო შემოსავლის წყაროს და მთლიანი საპროცენტო შემოსავლების 68% შეადგენს. კრედიტსერვის+  სამომხმარებლო სესხებს არ გასცემს (არ გაუცია 2023 წლის პირველ კვარტალში).  კრისტალის შემთხვევაში კი შემოსავლებში ძირითადი წილი სწორედ სამომხმარებლო სესხებს უჭირავს - მთლიან შემოსავლებში 42%-ს, ხოლო სალომბარდო სესხები კი 6%-ს შეადგენს. 

ასევე აღსანიშნავია, რომ მთლიან ინდუსტრიაში სალომბარდო სესხებზე მიღებული საპროცენტო შემოსავალი დომინანტურ პოზიციას იკავებს და 42%-ით განისაზღვრება, სამომხმარებლო საპროცენტო შემოსავლები კი, მთლიანი საპროცენტო შემოსავლის 26%-ს შეადგენს. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, როგორც სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს საპროცენტო შემოსავლების პარალელურად გააჩნიათ საპროცენტო ხარჯები, რაც კავშირშია გასესხებული ფულადი სახსრების მოძიებასთან დაკავშირებულ საპროცენტო ხარჯებთან (ძირითად შემთხვევაში).

შესაბამისად, ეროვნული ბანკის დაწესებული სტანდარტებით, კომპანიებმა უნდა წარადგინონ საპროცენტო შემოსავლებთან ერთად არსებული საპროცენტო ხარჯები, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება წმინდა საპროცენტო შემოსავლის დათვლა.

2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით წმინდა საპროცენტო შემოსავალმა ინდუსტრიისათვის  72,177,302 ლარი შეადგინა, რაც მეტყველებს საკმაოდ დაბალ საპროცენტო ხარჯებზე კომპანიებისათვის (შედარებით იაფი ფულადი სახსრების გაპროცენტება მაღალ საპროცენტო განაკვეთებში ხდება).  

მთლიანი საპროცენტო შესავლები, საპროცენტო ხარჯების წილი ინდუსტრიისათვის 29.8 პროცენტით განისაზღვრება, კრიტალისათვის 40.5 პროცენტი, რიკო ექსპრესიათვის 22.1 პროცენტი, კრედიტსერვის+ 31.9 პროცენტი.

სასესხო პორტფელისა და მთლიანი საპროცენტო შემოსავლებზე დაყრდნობით ასევე შესაძლებელია, სასესხო პორტფელისთვის საშუალო საპროცენტო განაკვეთის დათვლა (იმ დაშვებით, რომ პირველ სამ თვეში მიღებული საპროცენტო შემოსავლები შემდეგ 9 თვეშიც მსგავსი იქნება და პორტფელის ზომა არ შეიცვლება).

ინდუსტრიაში საშუალოდ სესხზე გაცემული საპროცენტო განაკვეთმა 27.27 პროცენტი შეადგინა, კრისტალისათვის 25,69%, რიკო ესპრესისათვის 23.39%, კრედიტსერვისთვისს კი 30.3%.

 

  • წმინდა საკომისიო შემოსავლებმა 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 8,448,193 შეადგინა;
  • მთლიან საოპერაციო ამონაგებში არასაპროცენტო შემოსავლების წილმა 12.1% შეადგინა.

 

გარდა საპროცენტო შემოსავლებისა, მიკროსაფინანსოებს ასევე გააჩნიათ სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიც, რაც მოიცავს ძირითადად  საკომისიოებს, კურსთაშორის სხვაობიდან მიღებულ მოგება/ზარალსა და სხვა ტიპის შემოსავლებს.

მთლიანდ სექტორმა დააგენერირა  14,163,558.5 ლარი არასაპროცენტო შემოსავალი, საიდანაც შემოსავლის 49% ზემოთხსენებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე მოდის.

საყურადღებოა, რომ მთლიან შემოსავლში შესულია საკურსო სხვაობიდან მიღებული მოგება/ზარალი. განსაკუთრებით საინტერესოა საკომისიოებიდან მიღებული სხვა შემოსავლები, ამ შემთხვევაში ჯამურად სექტორში დაგენრირებულია 8,448,193  ლარის საკომისიო შემოსავალი, საიდანაც უმთავრესი წილი - 66% მოდის „კრედიტ სერვისსა“ და „კრისტალზე“. „კრედიტსერვის+“ პირველი კვარტლის მანძილზე მიიღო 2,544,859 ლარის საკომისიო შემოსავალი, რაც მთლიან შემოსავლებში (საპროცენტოს+არასაპროცენტო) 42% წილს იკავებს.

„კრისტალის“ მიერ მიღებული საკომისიო შემოსავლები   3,034,096 ლარი შეადგინა, რაც მთლიან შემოსავლის 12% შეადგენს. „რიკო ექსპრესი “ არ აღიარებს საკომისიო შემოსავლებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ მაინც მაღალი „სხვა არასაპროცენტო შემოსავლები აქვთ“ რაც ნიშნავს, რომ სტანდარტის მიხედვით ვერ კლასიფიცირდება საკომისიო შემოსავალში, თუმცა ეს იქნება გასესხებით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შემოსავალი.

შესაბამისად, სხვა საკომისიო შემოსავლების წილი განსაკუთრებით საყურადღებოა მთლიან შემოსავლებში. ინდუსტრიაში სხვა არასაპროცენტო შემოსავლების შეფარდება მთლიან შემოსავლებთან არის 12.1%, „კრისტალისათვის“ 3.8% (ნეგატიური საკურსო გავლენა), „რიკო ექსპრესისათვის“ 10.5%, „კრედიტსერვის+“ - თვის კი მთლიან შემოსავლების 53.1% არასაპროცენტო შემოსავლები იკავებს. რაც კითხვებს ბადებს „ფარულ“ ხარჯებთან დაკავშირებით, რაც მომხმარებლებს სესხის აღების პროცესში ეკისრებათ.

 

  • ჯამური საოპერაციო ამონაგები 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 116,917,462.6  ლარია;
  • სექტორის წმიდნა მოგების მარჟა 25.61%-ია;
  • ერთერთი უმსხვილესი მიკრო საფინანსო ორგანიზაციის წმინდა მოგების მარჟამ 50.66% შეადგინა.

 

2023 წლის პირველ კვარტალში, ჯამურმა საოპერაციო ამონაგებმა 116,917,462.6  ლარი შეადგინა. საიდანაც   25,341,647.0;  27,221,238.1 ;  5,980,557.0 ლარი კრისტალის, რიკო ესპრესისა და კრედიტსევის+ ამონაგები იყორაც მთლიანი შემოსავლების 50 პროცენტია.

სექტორის პირველი კვარტლის წმინდა მოგებამ დარეზერვებამდე  38,064,670.2  ლარი შეადგინა, წმინდა მოგების მარჟა დარეზერვებამდე სექტორისათვის კი 32.6% განისაზღვრა, კრისტალს, რიკო ექსპრესსა და კრედიტსერვის+  შესაბამისად  3,991,507.0  და 14,451,614.81, 443,635.0 ლარი შემოსავალი და დარეზერვებამდე 15.8% ; 53.1% - 24.1%-ის წმინდა მოგების მარჟა აქვთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია 53% წმინდა მოგების მარჟა, რაც როგორც სექტორისათვის, ასევე ცალკეაღებული კომპანიისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.          

 

რეზერვის ეფექტის გათვალისწინებით, კი ინდუსტრიის მთლიანმა წმინდა მოგებამ შეადგინა 29,938,426    მილიონი ლარიკრისტალის წმინდა მოგება- 1,575,290 ლარია, რიკოს - 13,790,363 ლარი, კრედიტსერვისს - 1,109,812 ლარი, წმინდა მოგების მარჟა კი შესაბამისად : 25.61%;  6.22%; 50.66%; და 18.56%-ი. 

მიუხედავად კრისტალის მაღალი საპროცენტო შემოსავლებისა, როგორც ინდუსტრიასთან ასევე სხვა კონკურენტ მსხვილ მიკრო საფინანსოებთან მიმართებით დაბალი წმინდა მოგების მარჟა აქვს, შედარებით პატარა სასესხო პორტფელის მიუხედავად კრედიტსერვის+ აქვს 18.56% მარჟა, რაც ზომიდან გამომდინარე ნორმალურ მაჩვენებელს წარმოადგენს, თუმცა არსებითად ჩამორჩება საშუალო ინდუსტრიის მაჩვნეებელს, თუმცა რიკო ექსპრესს აქვს წმინდა მოგების ასტროლოგიურად მაღალი 50.66% მაჩვენებელი. რაც სხვა კომპანიებთან მიმართებით უპირობო ლიდერად აქცევს. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე დაბალი გავლენა დარეზერვების ეფექტს სწორედ რიკო ექსპრესზე ჰქონდა. დახლოებით 2 პროცენტიანი სხვაობა, როდესაც კრისტალზე დარეზერვებამ 9% იანი სხვაობა გამოიწვია, რაც დაბალი წმინდა მოგების მარჟის გათვალისწინებით კრიტიკულად აიახა მის წმინდა მოგებაზე. დარეზერვების მიმართ შედარებით რეზისტენტული აღმოჩნდა კრედიტსერვის+.

 

  • მიკროსაფინანსოებში 2023 წლის პირველი კვარტლის მიხედვით საშუალო თვიური ანაზღაურება 2110 ლარია
  • 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით საშუალოდ, ერთი მიკრო საფინანსო ორგანიზაცის ფილიალი    კვარტალში       295,994  ლარი შემოსავალს აგენერირებს, საშუალო თვიური შემოსავალი კი   98,664.53 ლარია;
  • 2023 წლის პირველ კვარტლის მდგოამრეობით საშუალოდ, ერთი მიკრო საფინანო ორგანიზაცის ფილიალი   კვარტალურად  96,366 ლარის წმინდა მოგებას აგენერირებს, თვიურად კი  32,122.08 ლარს;
  • 2023 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით თითო თანამშრომელს საშუალოდ კვარტალში 26,226 ლარის შემოსავლის (ბრუნივს) დაგანერირება შეუძლია. თვის ჭრილში კი საშუალოდ  8,539 ლარის. 

 

ასევე აღსანიშნავია კომპანიების ზოგადი მაჩვენებლები,  ასეთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს საშუალო ფილაილს ბრუნვა, როგორც ცხრილი 2.4 ზე ჩანს საშუალოდ თითოეული ფილიალს ინდუსტრიაში     295,994 ლარის ბრუნვა აქვთ,  კრისტალის ერთ ფილიალს  506,833 ლარი,  რიკოს  513,608  ლარი, კრედიტსერვის + კი შედარებით ნაკლები 124,595 ლარი. 

გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლებში აღიარებულია, როგორც საპროცენტო ისე არა საპროცენტო შემოსავლები. შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ კრისტალი და რიკო შედარებით უკეთესად ოპერირებენ ვიდრე კრედიტსერვის+ . თუმცა, კრედიტსერვის+ მაინც მაღალი წმინდა მოგების მარჟა აქვს კრისტალთან შედარებით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამივე კომპანია პერსონალზე გასწევს ინდუსტრიასთან შედარებით მაღალ ხარჯებს, ყველაზე მაღალი საშუალო პერსონალის ხარჯი აქვს კრედიტსერვის+ 2527 ლარი, შემდგომ მოდის რიკო 2297 ლარით და რიკო ექსპრესი 2207 ლარით.

ინდუსტრის საშუალო ხელფასი კი 2110 ლარია. ასევე გასათვალისწინებელია თითო თანაშრომელზე მიღებული საშუალო წმინდა მოგება დარეზერვებამდე, ინდუსტრიისთვის  ეს მაჩვნებელი 8,539 ლარია.

კრედიტსერვის+  მიუხედავად ყველაზე მაღალი ანაზღაურებისა, თითოეული თანაშრომელი მხოლოდ  4,284 ლარის წმინდა მოგებას აგენირირებს, თუმცა ეს მოანცემები მეტია კრისტალის (3,762 ლარი) საშუალო წმინდა მოგებაზე დარეზერვებმდე. თანამშრომლების შემთხვევაში გამომუშავებული წმინდა მოგების დარეზერვებამდე მოწინავე პოზიცია უჭირავს რიკო კრედიტს (23,347ლარი)  რაც ბევრად მეტია როგორც ინდუსტრიის საშუალო, ასევე მისი კონკურენტი კომპანიების მაჩვენებელზე.

ავტორი: პაპუნა გიქორაშვილი

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები