დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მინერალურ კაფეს“ სერვისზე მოთხოვნა იზრდება, ამ კონცეფციით „ვბუსტავთ“ ჩვენს კურორტებს - სალომე ყვავილაშვილი

„მინერალურ კაფეს“ სერვისზე მოთხოვნა იზრდება, ამ კონცეფციით „ვბუსტავთ“ ჩვენს კურორტებს - სალომე ყვავილაშვილი

2024-04-03 11:00:00

გავხსენით „მინერალური კაფე“, სადაც მომხმარებლებსა და პაციენტებს შეუძლიათ დააგემოვნონ საქართველოში არსებული მინერალური წყლები, მათ შორის ბორჯომი, საირმე და ა.შ. ამ კონცეფციით „ვბუსტავთ“ ჩვენს კურორტებს და ვცდილობთ ცნობადობის გაზრდას, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ხელმძღვანელმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა.  

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ არა მარტო თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი, არამედ, საქართველოში არსებული სხვა კურორტები. ყოველგვარი გადაჭარბების გარე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს აქვს მინერალური  წყლების ისეთი რესურსები, რომ ვფიქრობ, ტურისტების 80% მხოლოდ ამ მომსახურების მისაღებად უნდა ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. ევროპაში ამ ტიპის კურორტებზე ტურისტების 80% ჩადის, რომ ისეთი უნიკალური სერვისი მიიღოს, როგორიცაა მინერალური წყლის პროცედურები, წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, აღმავალი, ცირკულარული. ჩვენ ასევე გვაქვს ვულკანური წარმოშობის სამკურნალო ტალახი. ამ მიმართულებით შეფუთვები, აპლიკაციები, აბაზანები. ბევრი კმაყოფილი პაციენტი გვყავს, რომლებიც გადავარჩინეთ ქირურგიულ ჩარევებს“, - ამბობს სალომე ყვავილაშვილი.

მინერალური კაფე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტის ტერიტორიაზე 10 თვის წინ გაიხსნა.

„დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ჩვენი კურორტოლოგები, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი მინერალური წყლის ადგილზე ჩამოტანა, ისე რომ არ უნიკალური თვისებები არ დაეკარგა და მხოლოდ ამის შემდეგ გავხსენით  „მინერალური კაფე“. მინერალური წყალი ჩამოგვაქვს ბორჯომის წყაროებიდან, საირმიდან, ისე ვინახავთ, რომ ინარჩუნებს თავის უნიკალურ თვისებებს.

 მოლოდინი გვაქვს, რომ„მინერალური კაფეს“ სერვისზე მოთხოვნა გაიზრდება. ერთ სივრცეში მომხმარებელსა და პაციენტს ვთავაზობთ უნიკალურ წყლებს და მეორე მიმართულება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, „ვბუსტავთ“ ჩვენს კურორტებს“, - ამბობს სალომე ყვავილაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.

იგივე თემაზე: 

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო გაიხსნება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები