დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიწისძვრების შედეგად თურქეთის ეკონომიკური ზარალი $84 მილიარდად შეფასდა

მიწისძვრების შედეგად თურქეთის ეკონომიკური ზარალი $84 მილიარდად შეფასდა

2023-02-12 21:04:01

წინასწარი შეფასებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრების შედეგად, ქვეყნის ეკონომიკას 84 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა, საცხოვრებელი შენობების ნგრევის შედეგად $70,8 მილიარდის ზარალი გამოიწვია, ხოლო ბიზნესს 10,4 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

ჯგუფ Turkonfed-ის გათვლებით, მუშახელის დაკარგვის შედეგად თურქეთის ეკონომიკას $2,9 მილიარდის ზარალი მიადგება.

მიწისძვრებმა მძიმედ დააზარალა 10 პროვინცია და 13,5 მილიონი ადამიანი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ასევე მეზობელ სირიაში.

Turkonfed-ის გამოთვლები ეფუძნებოდა 1999 წელს სტამბოლის მახლობლად მომხდარ მიწისძვრებს, რომლებმაც დაახლოებით 18 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბოლო მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ბევრად აღემატება 1999 წლის მიწისძვრისას დაღუპულთა რაოდენობას. ათასობით ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება.

თურქეთის ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზებისა და ელექტრო ქსელების, ასევე საავადმყოფოებისა და სკოლების დაზიანების შედეგად შესაძლოა, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა მშპ-ის 5.4%-ზე მეტს მიაღწიოს.

Bloomberg Economics-ის თავდაპირველი გამოთვლებით ვარაუდობდნენ, რომ კატასტროფებთან დაკავშირებული ხარჯებმა, შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5,5% შეადგინოს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ მისი მთავრობა ბინების მშენებლობას ერთი წლის განმავლობაში დაასრულებს, რასაც დაახლოებით 100 მილიარდი ლირა (5,3 მილიარდი დოლარი) დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკმა თურქეთისთვის $1,78 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები