დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის - ირაკლი ღარიბაშვილი

მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის - ირაკლი ღარიბაშვილი

2023-09-28 16:16:52

ხაზგასმით აღვნიშნავ, მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ში კერძო ვიზიტზე საუბრისას განაცხადა. 

„შეგნებულად, მიზანმიმართულად გადავახდევინე [მგზავრობის საფასური] ოჯახს, იმისთვის რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის - რომ არასოდეს ვიყენებთ სახელმწიფო ბიუჯეტს, როგორც ოჯახის კერძო ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც იყო 10 წლის წინ, როცა პირადი მიზნებისთვის მილიონობით ლარს ხარჯავდა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა.

მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი მყავს. არასოდეს ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის დამალული, არ არის რაღაც სიახლე. ამ თემაზე მეუხერხულება საუბარი, მაგრამ ვინაიდან მისვამთ კითხვას, გპასუხობთ“, - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები