დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებასა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას - პრეზიდენტი

მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებასა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას - პრეზიდენტი

2023-12-27 14:47:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოცილაურ ქსელში ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის მიერ „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადაეცა. 

„მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებასა და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ხალხის ძლიერი რეაქცია, რომელსაც ჩვენ #ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის გარშემო ვხედავთ, ოკუპაციის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“, - წერს ზურაბიშვილი. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ  „პარლამენტის“ შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ ხალხს, რომელიც შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა.

"აფსნიპრესის" თანახმად, შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

20 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები