დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება - გურამ გურამიშვილი

მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება - გურამ გურამიშვილი

2024-04-23 19:00:00

მოდერნიზაცია განიცადა კორიდორში სრულმა ინფრასტრუქტურამ, ახლა დასკვნით ფაზაზეა საუღელტეხილო უბანი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, მოხდება რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება.

„რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე წლებია გრძელდება. არავის არ უნდა ეგონოს, რომ ეს არის მხოლოდ საუღელტეხილო უბანი. მოდერნიზაცია განიცადა მთლიანად კორიდორში, დაწყებული აზერბაიჯანის საზღვრიდან ბათუმამდე და ფოთამდე დასრულებული, სრულმა ინფრასტრუქტურამ. ახლა დასკვნით ფაზაზეა საუღელტეხილო უბანი, რომელიც დასრულდება წლის ბოლომდე და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. ეს იმ პირობით, რომ დღეს დატვირთულობა მიმართულებების მიხედვით არის 50%-ი. ჩვენ შეგვიძლია ანუ დღეს თუ ამ კოეფიციენტის გათვალისწინებით 26 მლნ შეგვიძლია გავატაროთ, ეს კოეფიციენტი თუ შევინარჩუნეთ გაიზრდება 48 მლნ-მდე, მაგრამ თუ ეს კოეფიციენტი გავაუმჯობესეთ კიდევ უფრო მაღალი რაოდენობების გატარება შეგვიძლია“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

44 წუთის წინ

51 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები