დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებელთა სასარგებლოდ 217 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა - ენერგოომბუდსმენის სამსახური

მომხმარებელთა სასარგებლოდ 217 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა - ენერგოომბუდსმენის სამსახური

2024-04-09 10:00:00

ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკორექტირდა ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული თანხა - ჯამში 217 ათას ლარამდე. 

სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართავდნენ მოქალაქეები როგორც უშუალოდ სამსახურის მისაღებში, აგრეთვე სოციალური ქსელის, სატელეფონო კავშირისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებებით.

უწყების ცნობით, სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით სამართლებრივი დახმარება და კონსულტაცია გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, რაც ჯამში 10 ათასს მიაღწია. აგრეთვე, ენერგოომბუდსმენის სამსახურის მოქალაქეთა მისაღებში სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს 1241 მოქალაქეს.

სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 1268. მათ შორის, 544 ახალი განცხადება/საჩივარი (მათ შორის, კოლექტიური მომართვები).

ვინაიდან მოქალაქეთა ზოგიერთი განცხადება ერთიანად მოიცავდა განსხვავებულ თემებს (წყალმომარაგებას, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზს) და მიმართული იყო სხვადასხვა კომუნალური საწარმოს მიმართ, სადავო საკითხები გაიმიჯნა და ჯამში საქმისწარმოება დაიწყო 566 საკითხზე.

დამცველის ინიციატივით დაწყებული საქმისწარმოება დაიწყო 33 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე და ძირითადად მოიცავს შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს კომუნალური საწარმოების მიმართ.

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 623 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ 177 ათას ლარამდე.

ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 25 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 40 ათას ლარამდე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 წუთის წინ

14 წუთის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები