დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას განვაგრძობთ - არჩილ მესტვირიშვილი

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას განვაგრძობთ - არჩილ მესტვირიშვილი

2023-07-04 17:30:12

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, 2023 წელს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვთს 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებას ორჯერ გეგმავს.  

„დღეს არსებული პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში განვაგრძობთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას. ამის საფუძველს გვაძლევს ინფლაციის არსებული დინამიკა. ინფლაციის მაჩვენებელი 0,6%-ია. ასევე შემცირების ტრაექტორია აქვს შიდა ინფლაციას და მოსალოდნელია, რომ ეს ტრაექტორია წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეტაპობრივად გამოვიდეთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა მედიასთან. 

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 21 ივნისის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5%-ზე დატოვა. 

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა. 

ეროვნული ბანკი გეგმავს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 1%-ით. ახლა რეფინანსირების განაკვეთი 10,5%-ია. წლის ბოლოს საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი სავარაუდოდ 9.5%-ზე იქნება.  თუ მაკროეკონომიკური პროგნოზი შენარჩუნდა, სებ-ი 2024 წლისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას, ხოლო 2025 წლისთვის კი 7.25%-მდე შემცირებას გეგმავს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები