დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი | შალვა პაპუაშვილი

მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი | შალვა პაპუაშვილი

2023-08-06 06:33:00

მითხრეს, რომ სოქსელებში არის რაღაც საბანკო ანგარიშები გამოქვეყნებული, მოწოდებები თანხის შეგროვების შესახებ. მათ შორის, მეც ვნახე ერთი და იგივე ანგარიში ორ სხვადასხვა Facebook-გვერდზე. არ მინდა არავის გულწრფელობაში შევიტანო ეჭვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს არის დიდი რისკი თაღლითობის, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა რაჭაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ამიტომ, მოსახლეობას მოვუწოდებ - რაიმე თანხის შეგროვების არანაირი საჭიროება არ არსებობს. ყველა - იქნება ეს დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები თუ ზოგადად ამ პროცესში ჩართული ადამიანები - არის აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილი - წყლით, საკვებით, საცხოვრებლით და ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები