დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მშენებარე ბინებზე არ ველოდბით ფასის ისეთ მკვეთრ ზრდას, როგორიც წინა წლებში იყო - „არქი“

მშენებარე ბინებზე არ ველოდბით ფასის ისეთ მკვეთრ ზრდას, როგორიც წინა წლებში იყო - „არქი“

2024-02-22 15:00:00

2024 წელს ფასის მშენებარე ბინებზე ფასის ისეთ მკვეთრ ზრდას არ ველოდებით, როგორიც წინა წლებში იყო, თუმცა მცირედი ზრდა ფასებში წლიდან წლამდე ფიქსირდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  „არქის“ გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განუცხადა. 

„ამ ეტაპისთვის ბინების ფასის ზრდის მთავარი გამომწვევები სამშენებლო მასალისა და მუშა-ხელის გაძვირება იყო“, - ამბობს ხეცურიანი.

მისი თქმით, 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო კომპანიისთვის და წინა წელთან შედარებით გაყიდვებში 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ლოგისტიკური შეფერხებები აღინიშნებოდა, ასევე საკმაოდ გაიზარდა სამშენებლო მასალებისა და მუშა-ხელის ღირებულება.

„ჩვენი მომხმარებლის დაახლოებით 5-7% არიან უცხოელები. 60-65% საქართველოს მცხოვრებნი, ხოლო 25-30% ქართველი ემიგრანტები არიან. ჩვენს პროექტებზე მოთხოვნა სხვადასხვა ქვეყნიდან ფიქსირდება, მათ შორის უმეტესად ისრაელიდან და პოლონეთიდან, ასევე ნაწილობრივ არაბული ქვეყნებიდან“, - ამბობს შიო ხეცურიანი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები