დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა

2023-06-08 18:00:25

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის „გლობალური ეკონომიკური პესპექტივის“ თანახმად ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება 2023 წლის იანვრის პროგნოზს.

რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკი უცვლელად ტოვებს და ფინანსური ინსტიტუტის პროგნოზით,  საქართველოს ეკონომიკა 2024-2025 წლებში 5%-ით გაიზრდება. 

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის “გლობალური ეკონომიკური პესპექტივის” თანახმად, ბანკმა გააუმჯობესა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,1 პროცენტამდე იანვარში მოსალოდნელი 1,7 პროცენტის ნაცვლად. 

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, განვითარებულ ეკონომიკებში მშპ-ის ზრდა წელს 2022 წლის 2,6 პროცენტთან შედარებით 0,7 პროცენტამდე შენელდება. 

აშშ-ს ეკონომიკის ზრდის ტემპი წელს 1,1 პროცენტამდე შენელდება, ხოლო 2024 წელს 0,8 პროცენტამდე. ევროზონაში 2023 წელს ზრდა იქნება 0,4 პროცენტი, ( 2022 წლის 3,5 პროცენტთან შედარებით).

ეკონომისტები მიზეზად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაგვიანებულ ეფექტსა და ელექტროენერგიის ფასების ზრდას ასახელებენ.

განვითარებადი ეკონომიკებისთვის (ჩინეთის გამოკლებით) მსოფლიო ბანკი მშპ-ს 2,9 პროცენტს პროგნოზირებს შარშანდელი 4,1 პროცენტის შემდეგ.

ჩინეთის მშპ 2023 წელს გაიზრდება 5,6 პროცენტით, ხოლო 2024 წელს - 4,6 პროცენტით, - ამბობენ ანალიტიკოსები.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები