დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-მდე გაზარდა

2024-04-11 12:53:00

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად.

  • „ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად - საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად“,- ნათქვამია მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები  სხვადასხვა ტიპის კრიზისებთან ბრძოლას განაგრძობენ, რასაც ამწვავებს გლობალური  ეკონომიკური ზრდის  გამოწვევებით აღსავსე გარემო,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე პრეზიდენტმა ანტონელა ბასანიმ.

მისივე თქმით: „ ბიზნესის დინამიზმის სტიმულირებითა და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე რისკების მიმართ მდგრადობის გაუმჯობესებით მიღწეულ პროდუქტიულობის ამაღლებას, შეუძლია რეგიონის მოსახლეობის დაცვა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.“

ნელი ზრდა კიდევ უფრო შეაფერხებს რეგიონის აღდგენის პროცესს ბოლოდროინდელი შოკების შემდეგ, რომელთა შორისაა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, პანდემია და საარსებო ხარჯებთან დაკავშირებული 2022 წლის ფასების კრიზისი. ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდა ევროპისა და ცენტრალური აზიის ფორმირებად და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs), ძირითად ენერგომატარებლებზე და სურსათზე ფასების მკვეთრი გლობალური ვარდნის გამო. მედიანური წლიური სამომხმარებლო ფასების ინფლაცია რეგიონში 2023 წლის დასაწყისში არსებული 15%-დან 2024 წლის თებერვალში 4.2%-მდე დაეცა. თუმცა, გასულ წელს რეალური შემოსავლის ზრდის მიუხედავად, 2022 წლის საარსებო ხარჯების კრიზისი კვლავ ახდენს გავლენას შინამეურნეობებზე.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის იანვარში მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 4,8%-მდე პროგნოზირებდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

15 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები