დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლის სტაბილური ზრდა ვაჩვენეთ - BDO

მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლის სტაბილური ზრდა ვაჩვენეთ - BDO

2024-01-10 02:45:00

BDO-მ 2023 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 14 მლრდ აშშ დოლარი (13 მლრდ ევრო)  შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე, მუდმივი გაცვლითი კურსით, 10,2 %-იანი (ევროში 11.9%) ზრდა აჩვენა.

„ვამაყობ ჩვენი 2023 წლის ფინანსური პერფორმანსით და შემოსავლის შთამბეჭდავი მატებით ყველა რეგიონისა და სერვისის ჭრილში, რაც BDO-ს წარმატების 60 წლიან ისტორიას ეფუძნება. გლობალური გამოწვევების - მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციური პროცესებისა და ცვლადი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ვაგრძელებთ კლიენტების ზრდის მხარდაჭერას  მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქსელის მულტიდისციპლინარული ფირმები მზად არიან, ადაპტირდნენ ბაზრის დინამიკასა და ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით, რომ ყოველთვის უპასუხონ კლიენტების მზარდ მოთხოვნებს. 

ჩვენი ბრენდის წარმატება და სიძლიერე ეფუძნება უწყვეტ ინვესტირებას ტექნოლოგიებსა და ტალანტებში, რაც შთაგონებულია ურყევი  პასუხისმგებლობით ხარისხისა და კეთილსინდისიერების მიმართ“, - აცხადებს  BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი პეტ კრამერი.

გლობალური შემოსავლის ზრდა  

როგორც კომპანიაში განმარტავენ, BDO-მ მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლის სტაბილური ზრდა აჩვენა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ BDO-ს ლოიალურ კლიენტებს, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვას მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ერთიანი ზრდის მხარდასაჭერად.   

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის შემოსავალი

  • ცენტრალურმა და დასავლეთ ევროპამ სოლიდური ზრდა აჩვენა, გაერთიანებულ სამეფოში (+16%), საფრანგეთში (+11%), გერმანიაში (+16%), ბელგიაში (+21%) და ავსტრიაში (+23%).
  • საერთო შემოსავალი ახლო აღმოსავლეთში გაიზარდა 13%-ით, გამორჩეული შედეგებით საუდის არაბეთში (+ 31%).
  • აფრიკის ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირდა ზრდა, აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკა (+19%) და აღმოსავლეთ აფრიკის წევრი ფირმების კოლაბორაციული შედეგები.  

 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემოსავალი

  • შემოსავლების შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა ინდოეთმა (+34%), ავსტრალიასთან (+18%), ახალ ზელანდიასთან (+15%) და სინგაპურთან (+18%) ერთად, სადაც ასევე სახეზეა  სოლიდური ზრდა. 
  • ეკონომიკურმა კლიმატმა გამოიწვია ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჩინეთსა და ჰონგ კონგში.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი

  • ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში ზრდა დაფიქსირდა 13%-ის, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 9%-ის ოდენობით.
  • სამხრეთ ამერიკის ბევრ ფირმაში გვაქვს ორნიშნა ზრდა, მათ შორის ბრაზილიაში (+10%).

შემოსავლის სოლიდური ზრდა ყველა სერვისის მიმართულებით 

BDO-ს უმთავრესი სერვის მიმართულებები: აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება, ბიზნეს კონსულტაციები, საგადასახადო მიმართულება, ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი განაგრძობს ზრდას ყველა უმთავრეს ბაზარზე. BDO-ს გამოცდილი გუნდები ეხმარებიან კლიენტებს, გადალახონ საბაზრო გაურკვევლობა და სთავაზობენ კლიენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. 

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება 

BDO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბაზარზე არსებული ცვლილებების, გაზრდილი მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მზარდი კონკურენციის პირობებში, BDO-ს სერვისმა აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით განაგრძო ზრდა (+7%) და მიაღწია შემოსავალს 4.1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით (3.8 მლრდ ევრო). ადრინდელის მსგავსად აუდიტი იკავებს ცენტრალურ ადგილს BDO-ს  ბიზნესში და შეადგენს BDO-ს ბიზნესის სოლიდურ ნაწილს (42%). წელს BDO-ს ინვესტიციები აუდიტში მიმართული იყო აუდიტის ხარისხის ზრდის, აუდიტორული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციისა და სპეციალისტების გამოცდილების კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ. 

ბიზნეს კონსულტაციები 

 შემოსავალი ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებიდან გაიზარდა 4%-ით 2 მლრდ აშშ დოლარამდე (1.9 მლრდ ევრო). ზრდა გამოიწვია კლიენტების მოთხოვნამ ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრაციაზე მათ ბიზნესმოდელში. ბიზნესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და კომპანიის პრაქტიკა, BDO Digital-ის სახით, ზრდის მთავარ კატალიზატორად იქცა ჩრდილოეთ ამერიკაში და განაგრძობს მნიშვნელოვანი პოტენციალის ჩვენებას სხვა რეგიონებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, მუდმივი ინვესტირება ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებში, გაფართოებული ციფრული შეთავაზებები და ახლახანს შექმნილი მმართველობითი კონსალინგი ეფექტურად აკმაყოფილებს ბაზრის ცვლად მოთხოვნებს. 2024 წელს ველოდებით კომპანიის ბიზნეს კონსულტაციების მიმართულების გაფართოებას საკონსულტაციო მოთხოვნებზე არსებული მზარდი მოთხოვნის შესაბამისად. 

ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი 

 ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების შემოსავალი გაიზარდა 7%-ით 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე (1.3 მლრდ ევრო). BDO კლიენტებს სთავაზობს დივერსიფიცირებულ გადაწყვეტილებებს კლიენტების ზრდით განპირობებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წელს BDO-ს ყურადღება  მიმართული იყო კლიენტებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებასა და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე. გარდა ამისა,  ვგეგმავთ უწყვეტ ინვესტირებას  თანამშრომლების კვალიფიკაციასა და განვითარებაში. ამავდროულად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რათა უზრუნველვყოთ ტრანსფორმაციული ძვრები მომსახურების მიწოდების პროცესში.  

გადასახადები

შემოსავალი BDO-ს საგადასახადო მიმართულებიდან 10%-ით, 2.2 მლრდ აშშ დოლარამდე (2.1 მლრდ ევრო) გაიზარდა, რაც საერთაშორისო კოლაბორაციისა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების კუთხით  BDO-ს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია. BDO-ს საგადასახადო მიმართულების  გუნდებმა შესანიშნავად განახორციელეს კლიენტების საერთაშორისო ინიციატივები და ეფექტურად გადაწყვიტეს მათი გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ეკონომიკური გამოწვევები დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, განახლებად ენერგიის წყაროებთან, სამუშაო ძალის მობილობა და გაციფრულება, გაზრდილი მოთხოვნა რეაგირებაზე საერთაშორისო საგადასახადო ზომების შესაბამისად, შიდაფინანსურ თემებსა და ეროვნულ საზღვრებზე გაზრდილი ყურადღების ფონზე. 

 გარდა ამისა, გაზრდილია ყურადღება საერთაშორისო გადასახადებისა და რისკების მართვის მიმართ. მუდმივად იზრდება მოთხოვნა მოქნილ საერთაშორისო კონსულტანტებზე, რომელიც კლიენტებს დაეხმარება, დაიცვან კანონმდებლობა და წარადგინონ ანგარიშები ცვლად ნორმატიულ-სამართლებრივ გარემოში. 

მზარდი გლობალური გუნდი 

კომპანიის გლობალური გუნდი განაგრძობს ზრდას, რათა დაეხმაროს კლიენტებს და ხელი შეუწყოს კომპანიის გაფართოებას. 2023 წელს გლობალური გუნდის რაოდენობა გაიზარდა 3.9%-ი - შემოგვიერთდნენ სპეციალისტები და კონკრეტული მიმართულებების მენეჯერები ყველა სერვისში. BDO-ს გლობალური გუნდი შედგება 115,600-ზე მეტი თანამშრომლისგან, რომელიც აერთიანებს გლობალურ ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას, რათა კლიენტებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებები. 

BDO-ს თანამშრომლების გუნდი გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით იმ ტექნოლოგიების წყალობით, რომელიც გვეხმარებოდა გუნდების მასშტაბირებაში პროცესების ოპტიმიზაციის, ამოცანების ავტომატიზაციისა და უფრო ეფექტური ერთობლივი მუშაობის გზით.

 ურყევი პასუხისმგებლობა ხარისხისადმი  

BDO არის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია გამორჩეული მომსახურების ხარისხზე. ხარისხი არის სტრატეგიული პრიორიტეტი, რის გამოც გაიზარდა კომპანიის ძალისხმევა ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობისა და ხარისხის მონიტორინგის პროგრამების მუდმივი განვითარების გზით. მთელი წლის განმავლობაში BDO-ს ძირითადი ყურადღების ქვეშ იყო აუდიტის ხარისხის ამაღლება რესურსებში ინვესტიციებით, თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის შედეგების მისაღწევად. BDO-ს მიზანია, განვაგრძოთ გამორჩეული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება, გავზარდოთ კონფიდენციალობის ხარისხი და უზრუნველვყოთ ნდობა კაპიტალის ბაზრებს, მარეგულირებლებს, ინვესტორებსა და კლიენტებს შორის.

ტექნოლოგიების განვითარება კომპანიის შიგნით 

BDO აგრძელებს ინვესტირებას ციფრულ გადაწყვეტილებებსა და ხელოვნურ ინტელექტში, აერთიანებს პასუხისმგებლიან ციფრულ გადაწყვეტებს მონაცემთა ანალიტიკასთან, რათა შევქმნათ სანდო ინფორმაცია, ხელი შევუწყოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, მივაღწიოთ ეფექტურობას და ხარჯების შემცირებას. აღნიშნული ინვესტიციები ასევე დაეხმარება ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებას ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს არის ხალხი, BDO-ს კლიენტებს გამორჩეულ ფასეულობას შეუქმნიან.

 მიმდინარე წელს BDO-მ გააუმჯობესა თავისი კოლაბორაცია Microsoft-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან. აღნიშნული ალიანსი ორივე კომპანიის კლიენტებისთვის მსხვილ და საშუალო ბაზარზე სარგებლის მომტანი იქნება და განაგრძობს BDO-ს ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას. 

მდგრადი მომავლის განვითარება 

BDO ფოკუსირებულია მდგრად და წარმატებულ მომავალზე. BDO-ს მდგრადობის გლობალური პროგრამები მოწოდებულია, რომ ერთად მოხდეს მუშაობა ხალხისა და პლანეტის ინტერესების შესაბამისად. 

2021 წელს კომპანიამ პასუხისმგებლობა აიღო Net Zero Financial Service Providers Alliance-ის წინაშე, რომ მივაღწიოთ ნულოვან გამონაბოლქვს 2050 წლისათვის ან უფრო ადრე. ეს ინიციატივა შთაგონებულია ნულოვანი გამონაბოლქვის პროგრამით, რომელიც წევრ ფირმებს მიაწვდის გლობალურ ხედვასა და მეთოდს, რომ დაეხმაროს მათ ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ეს გულისხმობს გამონაბოლქვის გამოთვლას, მიზნობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებასა და ყოველწლიური რეპორტინგის ვალდებულებას. 

ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდაჭერა მსოფლიოში 

BDO-ს ფირმები და მათი გუნდები მთელ მსოფლიოში მზად არიან მათ მხარდასაჭერად, ვინც დაზარალდა ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად.

BDO

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები