დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 31%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ელექტრომობილების გაყიდვები 31%-ით გაიზარდა

2024-01-12 09:00:00

2023 წელს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 31%-ით გაიზარდა და 13,6 მილიონს მიაღწია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Rho Motion-ის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.

ამასთან, ერთი წლით ადრე, 2022 წელს, ელექტრომობილების გაყიდვების ზრდამ 60% შეადგინა. „ზრდის ტემპი ნელდება, მაგრამ ასეთ მზარდ ბაზრებზე ეს მოსალოდნელია. ყოველწლიურად არ შეიძლება გაორმაგდეს“, განაცხადა Rho Motion-ის მონაცემთა მენეჯერმა ჩარლზ ლესტერმა. მისივე თქმით, თვიური რეკორდი დაფიქსირდა დეკემბერში, როდესაც გაიყიდა 1,5 მილიონი ელექტრომობილი. ლესტერის თქმით, 2023 წლის  მაჩვენებლები შეესაბამება კომპანიის თავდაპირველ მოლოდინებს. 2024 წლისთვის Rho Motion-ის პროგნოზი ელექტრომობილების გაყიდვების 25%-დან 30%-მდე ზრდაა.

2023 წელს გაიყიდა 9,5 მილიონი მთლიანად ელექტრო მანქანა, დანარჩენი კი ჰიბრიდული მანქანები იყო. მთლიანად ელექტრო ავტომობილების გაყიდვები აშშ-სა და კანადაში გაიზარდა 50%-ით, 27%-ით ევროპაში და 15%-ით ჩინეთში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები