დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8%-ითაა შემცირებული

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 8%-ითაა შემცირებული

2024-04-01 15:00:00

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 12,373 მსუბუქი ავტომობილი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,501 ავტომობილი, შესაბამისად კლება 8%-ის დონეზეა. იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 262,592.00 ათასი დოლარი შეადგინა, 2023 წლის ორ თვეში კი 236,842.32 ათასი დოლარი.

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 46%-ი ყაზახეთზე მოდის, ხოლო 27%-ი ყირგიზეთზე. 14%-იანი წილით კი მესამე პოზიციაზე ყირგიზეთია.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა:

  • ყაზახეთი - 5,657.00 ცალი - 76,388.99 ათასი დოლარი,
  • ყირგიზეთი - 3,345.00 ცალი - 122,256.64 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 1,750.00 ცალი - 37,075.53 ათასი დოლარი,
  • სომხეთი - 1,002.00 ცალი - 15,695.47 ათასი დოლარი,
  • ტაჯიკეთი - 236.00 ცალი - 3,652.11 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები