დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან - ირაკლი კობახიძე

მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურები, იყო ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან - ირაკლი კობახიძე

2024-03-11 13:55:00

კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი და ამტკიცებს პარლამენტი. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, დანარჩენი კი დამოკიდებულია პრეზიდენტის პოზიციებზე.

„კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენს პრეზიდენტი, ამტკიცებს პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ერთ, ასევე მეორე ორგანოს აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება. საკითხები უნდა გადაწყდეს კონსულტაციების რეჟიმში. როდესაც ორი ორგანო ერთობლივად იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებას, აუცილებელია კონსულტაციები. მთავარი მიზეზი, რატომაც წინა შემთხვევებში ჩავარდა კანდიდატურები, იყო სწორედ ის, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა კონსულტაციებს პარლამენტთან. არ ვიცი, რა იქნება მისი პოზიცია ამ შემთხვევაში - კონსულტაციები არის საჭირო იმისათვის, რომ ორი ორგანო შეთანხმდეს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი, როგორი იქნება კანდიდატები. პარლამენტი მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების შესაბამისად, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, დანარჩენი დამოკიდებულია მათ შორის პრეზიდენტის პოზიციებზე. დაგეგმილია სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი და თუ სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, შეხვედრა შედგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროგრამის აღდგენა, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები