დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზად ვართ ვიმუშაოთ ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე - ილია დარჩიაშვილი

მზად ვართ ვიმუშაოთ ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე - ილია დარჩიაშვილი

2023-12-14 22:08:33

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"საქართველო, გილოცავ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება! საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირში გაწევრიანებამდე!" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე
https://twitter.com/iliadarch/status/1735355849151775069?t=nO7Q4pYYi7OspxiC31rz-Q&s=19

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები