დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზარდი ხელფასის მიუხედავად, კადრების პოვნა გართულდა - „ამელი“

მზარდი ხელფასის მიუხედავად, კადრების პოვნა გართულდა - „ამელი“

2023-09-27 08:20:18

Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზიაამელი დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე ეძებს ისეთ კადრს, რომელიც შეიძლება გამოუცდელია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს შრომისმოყვარე და მოტივირებული. მოტივაციისთვის კი საფუძველი ნამდვილად აქვს, ვინაიდან  ყველა, ვინც ,,ამელის“ გუნდის წევრი ხდება, სპეციალობას საფუძვლიანად სწავლობს და კარიერული წინსვლისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან,,ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი საუბრობს.

„ვაკანსიები გვაქვს გამოცხადებული,  ყოველ ახალ სეზონზე დამხმარე ფლორისტს ვიმატებთ ხოლმე,  გვინდა, დამხმარე ფლორისტები მალე გახდნენ ფლორისტები და ძირითად  საქმიანობაში ჩაერთონ. მათ მარტო მაღაზიაში მუშაობას არ ვთავაზობთ. ,,ამელი“ სრულ მომსახურებას სთავაზობს თავისი აუდიო ტექნიკის უზრუნველყოფის  ჩათვლით, ინვენტარის მიტანა, ინსტალაცია და სხვა, ღონისძიების სრული ორგანიზება. შესაბამისად, კადრებიც ჩართული იქნებიან ამ პროცესში. ჩვენ ამ ეტაპზე კადრებს გრძელვადიანი თანამშრომლობით ვეძებთ. გვინდა, ჩვენთან ერთად გაიზარდოს ის ადამიანი, ყველაზე დაბალი  რგოლით დაიწყებს და შეიძლება ადმინისტრაციულ რგოლში, მენეჯერის პოზიციამდე ავიდეს. ივენთების მიმართულებით ბევრი პოზიციაა, რომლის დაკავება შეუძლია ჭკვიან და მოხერხებულ ადამიანს. არ ვეძებთ არასდროს გამოცდილს, გვინდა ჩვენთან ერთად ისწავლოს, მთავარია, ჩვენს გუნდში მუშაობა. გასაუბრების მერე გვაქვს ერთთვიანი ანაზღაურების პერიოდი და ამ ერთი თვის  განმავლობაში არაერთ კანდიდატს დავემშვიდობეთ. დამხმარე ფლორისტის პოზიციაზე თვეში ერთხელ ოთხი ახალი კანდიდატი აგვყავს“, - აცხადებს ნუკა ჩოხელი.

მისი ინფორმაციით, კომპანიაში გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით არის გარკვეული გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ,,ამელი“ დასაქმებულებს საშუალოზე მაღალ ხელფასს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ  ყვავილების მაღაზია ,,ამელი თბილისში, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს, თავის ერთგულ მომხმარებელს მუდმივად სიახლეებსა და მრავალფეროვნებას

კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელიდამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები