დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაღდი ფული აღარ მიიღება: ეგვიპტე ტურისტებისთვის ახალ წესებს აწესებს

ნაღდი ფული აღარ მიიღება: ეგვიპტე ტურისტებისთვის ახალ წესებს აწესებს

2023-06-15 09:45:30

ივნისიდან ეგვიპტის მთავარ ტურისტულ ადგილებში ექსკურსიების საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით ხდება.

უახლოეს მომავალში კი ყველა ტურისტულ ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორება აიკრძალება. ამის შესახებ ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო იტყობინება.

ახალი წესები მოქმედებს ექსკურსიებზე:

გიზას პირამიდებზე;

ტაჰრირის ეგვიპტურ მუზეუმში;

სალაჰ ად-დინის ციტადელში;

ნუბიის მუზეუმში;

ასვანის დაუმთავრებელ ობელისკსა და ტაძრებში;

ასკოვანის ყველა ობიექტზე.

ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელია მხოლოდ სასკოლო მოგზაურობისთვის, ვიდრე სამინისტრო ელექტრონულ პორტალზე მუშაობას არ დაასრულებს, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს მოგზაურობები წინასწარ დაჯავშნონ.

არქეოლოგიის უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირმა განმარტა, რომ უნაღდო სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების გაზრდას.

„ეტაპობრივად დაინერგება გადახდის სისტემა ყველა სახის საბანკო ბარათით, როგორც ერთადერთი საშუალება ბილეთების შესაძენად ქვეყნების ყველა მუზეუმისა და არქეოლოგიური ძეგლის მოსანახულებლად“, – განმარტავენ ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები