დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა

2024-04-19 12:14:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთან, Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. 

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და  Schroder Investment Management North America.

ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.

მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის. 

როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. 

Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები