დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
NATO-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს

NATO-ს სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს

2023-07-12 14:42:41

ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა ბერძენ კოლეგას მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა მასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.

გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან წარმატებული იყო საქართველოს, ვინაიდან აღნიშნულ სამიტზე ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ რთულ გარემოში.   ილია დარჩიაშვილმა ბერძენი კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები