დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის მცურავი ელექტროსადგური ამუშავდა

ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქარის მცურავი ელექტროსადგური ამუშავდა

2023-08-25 09:35:16

ნორვეგიულმა ენერგეტიკულმა კომპანია Equinor-მა და პარტნიორებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ოფშორული ქარის ელექტროსადგური (Hywind Tampen-ი) გახსნეს.

ამის შესახებ Reuters წერს.

აღნიშნულია, რომ ქარის ელექტროსადგურმა ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს მიმდებარე ნავთობისა და გაზის პლატფორმებს.

Hywind Tampen შედგება 11 ქარის ტურბინისგან, რომლებიც დამონტაჟებულია მცურავ ბაზაზე, რომელიც მიმაგრებულია ზღვის ფსკერზე და არა ოკეანეში. ინდუსტრიის ექსპერტები თვლიან, რომ ახალი ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია იმ დიდ სიღრმეზე, რომლის განვითარებასაც Equinor-ი იმედოვნებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ელექტროსადგურს აქვს 88 მეგავატი სიმძლავრე, რამაც უნდა დაფაროს ელექტროენერგიის წლიური მოთხოვნის დაახლოებით 35% ხუთ პლატფორმაზე Snorre და Gullfaks ნავთობისა და გაზის საბადოებზე ჩრდილოეთ ზღვაში, რომელიც ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 140 კილომეტრში მდებარეობს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტერემ განაცხადა, რომ ეს ინიციატივა დაეხმარება ქვეყანას CO2-ის გამოყოფის შემცირებაში.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები