დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა

2024-03-21 14:30:00

ოქროს ფასი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ტროას უნციაზე 21 მარტს 2222,85 დოლარი იყო. ძვირფასი მეტალი კიდევ 2%-ზე მეტით გაძვირდა და ისტორიული რეკორდი განაახლა. ამის შესახებ Economies.com იტყობინება.

დღევანდელი ვაჭრობა მკვეთრი ზრდით დაიწყო - ძვირფასი ლითონის ფასმა 2200 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და ბირჟაზე აპრილის ოქროს ფიუჩერსების ფასი ტროას უნციაზე $2206,7 იყო.

ანალიტიკოსების აზრით, შემდეგი რეკორდი 2235 დოლარი იქნება.

Bloomperg-ma აღნიშნა, რომ მოვაჭრეების ინტერესი ოქროზე იმის გამო გაჩნდა, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო  სისტემა შეიძლება გადავიდეს საბაზისო განაკვეთის შემცირებაზე. წლის ბოლომდე შესაძლოა, საბაზისო განაკვეთი 75 პუნქტით შემცირდეს. რამაც გამოიწვია აშშ დოლარისა და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლების ვარდნა.

იგივე თემაზე: 

ოქროს გაძვირების მიუხედავად, ნაკეთობებზე მოთხოვნა არ შემცირებულა - ოქროს ბირჟის დირექტორი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები