დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაზე $2 100-ს გადააჭარბა

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად უნციაზე $2 100-ს გადააჭარბა

2023-12-04 14:04:59

დღეს დილით ოქროს ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა და ტრას უნციაზე (31,1034768 გრამი) 2100 დოლარს გადააჭარბა. რასაც სავაჭრო მონაცემები მოწმობს.

ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე დეკემბრის ოქროს ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 17,7 დოლარით, ანუ 0,85%-ით და 2107,15 დოლარამდე ტროას უნციაზე. დეკემბრის ვერცხლის ფიუჩერსები გაიზარდა 0,09%-ით და 25,317 აშშ დოლარს შეადგენს უნციაზე.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) შემდეგი შეხვედრა 13 დეკემბერს გაიმართება. CME Group-ის მონაცემებით, ანალიტიკოსთა 97,8% ვარაუდობს, რომ დისკონტის განაკვეთი კვლავ დარჩება არსებულ დონეზე 5,25-5,5%.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები