დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოქროზე ფასი დასტაბილურდა

ოქროზე ფასი დასტაბილურდა

2023-07-14 09:00:21

აშშ-ში მაკროეკონომიკური სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ, ოქროზე ფასი დასტაბილურდა, ამას მოწმობს აუქციონის მონაცემები.

ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქროს აგვისტოს ფიუჩერსების ფასი სიმბოლურად 0,8 დოლარით (0,04%), 1 960,95 დოლარამდე (ტროას უნციაზე) შემცირდა. სექტემბრის ვერცხლის ფიუჩერსები გაიზარდა 0,41%-ით და უნციაზე და 24,410 აშშ დოლარი შეადგინა.

ერთი დღით ადრე აშშ-ში ინფლაციის სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელმაც გავლენა ჰქონდა ამერიკული ვალუტის ღირებულებასა და შესაბამისად ოქროს ფასზე.

ტრადიციულად, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ შეაჩერა დოლარი და მხარი დაუჭირა ოქროს ღირებულებას. ქვეყანაში წლიური ინფლაცია ივნისში 3%-მდე შემცირდა (ერთი თვის წინანდელი 4%-დან), თუმცა ექსპერტები მხოლოდ 3.1%-მდე შენელებას ელოდნენ.

ოთხშაბათს დოლარის ინდექსი (კურსი აშშ-ის ექვსი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის კალათის მიმართ) 1,21%-ით დაეცა 100,5 პუნქტამდე, რის მიმართაც ოქროს ფასი გაიზარდა 1,27%-ით და ტროას უნციაზე 1961,70 აშშ დოლარი შეადგინა. 

ექსპერტების შეფასებით დოლარის გაუფასურება ოქროს სხვა ვალუტაში უფრო ხელმისაწვდომს ხდის. პარალელურად, ხუთშაბათს დოლარის კურსი დასტაბილურდა, რის მიმართაც ძვირფასი ლითონის ღირებულებაც ნორმალიზდა. ამრიგად, ინდექსი სიმბოლურად 0,03%-ით 100,49 პუნქტამდე დაეცა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები