დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთარ გრიგოლია: „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ

ოთარ გრიგოლია: „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ

2024-02-20 16:40:00

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, ისინი ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას. 

„ტყუილია, რომ 240 მილიონი ლარი არის აუთვისებელი თანხა.  მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ თბილისის ბიუჯეტში წინა წლის ნაშთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთნაირი პროპორციულობით აისახება, რაც  ნორმალური საბიუჯეტო პროცესია. ნაციონალური მოძრაობა კი ამის თაობაზე ყოველწლიურად ატარებს ბრიფინგს და ჩვენც  ყოველწლიურად გვიწევს ერთი და იმავე პასუხის გაცემა. სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა კომუნიკაციის ეს გზა აირჩიეს“, -  განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებს არ მოსწონთ ის პრიორიტეტები,  რომელთა მიხედვითაც ნაწილდება თანხა.    

„ავტობუსების შეძენა არ მოგწონთ, ვერის პარკის და ვაკის პარკის მშენებლობა, გლდანის ტბის რეაბილიტაცია, თუ რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელია თქვენთვის მიუღებელი?  იქნებ სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ მოგწონთ? ჩვენსა და თქვენ შორის განსხვავება ქალაქის სიყვარულშია. თქვენ არ გიხარიათ ის სიკეთეები,  რომლებიც ქალაქისთვის კეთდება. თქვენ გიხარიათ ის, რაც ამ ქალაქსა და ამ ქვეყანას დააზიანებს. ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სიძულვილში გადაგეზარდათ“,  -  აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

ოთარ გრიგოლიას თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის  მიზეზი მათივე ნეგატიური დღის წესრიგია.  „არ  სჯერა მოსახლეობას, რომ მათ ეს ქვეყანა უყვართ. „ქართული ოცნება“ გააგრძელებს  არჩეული მიმართულებით სვლას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დარჩება სამ ნაწილად დაშლილი“,  -  განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ოთარ გრიგოლიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები