დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოთხი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

ოთხი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

2023-09-11 11:59:26

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განაპირობა რეინვესტიციების ზრდამ (+59.1% წ/წ, მთლიანი ინვესტიციების 83.5%), ხოლო სააქციო კაპიტალის კომპონენტში კლება დაფიქსირდა (-23.3% წ/წ).

2023 წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო საქმიანობა (255.7 მლნ აშშ დოლარი, +322.9% წ/წ, მთლიანის 50.6%), ელექტროენერგიის მიწოდება (137.2 მლნ აშშ დოლარი, +27.1% წ/წ, მთლიანის 27.1%), მრეწველობა (35.6 მლნ აშშ დოლარი, -26.5% წ/წ, მთლიანის 7.0%) და ვაჭრობა (34.9 მლნ აშშ დოლარი, -60.7% წ/წ, მთლიანის 6.9%).

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი (168.3 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (71.0 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (62.7 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (55.6 მლნ აშშ დოლარი).

ჯამურად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 10.9%-ით გაიზარდა 1.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც მშპ-ის 7.7%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები