დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პარიზის ქუჩებში, ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

პარიზის ქუჩებში, ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

2024-01-22 13:40:00

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალ საიმიგრაციო კანონს აპროტესტებს. 

საპროტესტო მსვლელობაში ის უცხოელებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც საფრანგეთში სამუშაოდ საჭირო დოკუმენტები არ აქვთ.

ქვეყნის პარლამენტმა დეკემბერში დაამტკიცა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი, რომელიც საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას ამარტივებს და სოციალური დახმარების მიღებას ართულებს.

ახალი წესებით გართულებულია მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები