დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პასკებზე მოთხოვნა გაზრდილია, პროდუქტზე ფასი შევინარჩუნეთ - „სანდომი“

პასკებზე მოთხოვნა გაზრდილია, პროდუქტზე ფასი შევინარჩუნეთ - „სანდომი“

2024-04-12 12:00:00

საკონდიტრო „სანდომი“ ტრადიციას არ არღვევს და სააღდგომოდ პასკების ხაზს ისევ ამატებს.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეკლა თალაკვაძემ განუცხადა „სანდომი“ მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პასკას შესთავაზებს:

„გვაქვს სხვადასხვა წონის ქიშმიშითა და ცუკატებით, ასევე შოკოლადიანი პასკები, ბრენდირებულ და სასაჩუქრე შეფუთვებში, საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი. წონები წყება 230 გრამიდან, 350, 370, 520, 540, 600,630, 570, 800, 840-გრამამდე,  ფასები საშუალოდ  ₾7.95-დან იწყება და მაქსიმუმ 12 ლარს აღწევს“, - ამბობს კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

მისი ინფორმაციით, „სანდომმა“ პასკებზე გასულ წელს დაფიქსირებული ფასები შეინარჩუნა.

„შევინარჩუნეთ შარშანდელი ფასი და პასკა არ გაგვიძვირებია. გასულ წელთან შედარებით პროდუქტზე მოთხოვნა გაზრდილია“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

შპს „ვასაძის პური“ (შემდგომში „კომპანია“)  დაარსდა 2006 წლის 27 ივლისს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს პურისა და პურფუნთუშეულის ნაწარმის წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება,ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება, ვაჭრობა ფქვილით და სხვა ნედლეულით.

2011 წელს განახორციელეს საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი საკონდიტრო „სანდომი“. კომპანიას 2018 წლის 31 დეკემბრისა მდგომარეობით გააჩნდა საკონდიტრო ქარხანა სოფელ ფონიჭალაში და ოზურგეთის რაიონ სოფელ მაკვანეთში. კომპანიის დამფუძნებლები არიან: · მერაბი ვასაძე 92%  · ბიძინა ვასაძე 8%.  კომპანიის გენერალური დირექტორია მერაბი ვასაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები