დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირდაპირი ფრენები იქნება განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა - შოთა ბურჯანაძე

პირდაპირი ფრენები იქნება განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა - შოთა ბურჯანაძე

2024-04-22 17:00:00

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გარკვეულწილად კავშირშია იმ საერთაშორისო ღონისძიებებთან, რომლებიც გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართა.

შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პირდაპირი ფრენები იქნება ზუსტად განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა.

„ის ფაქტი, რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მისასალმებელია და როგორც ეკონომიკას, ისე სფეროს ადგება. 2024 წლის იანვარ-მარტში კონკრეტული მიმართულებები იყო, რომელიც უშუალოდ გუდაურსა და ბაკურიანში ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობებს უკავშირდება. შესაბამისად დადებითი შედეგიც ამიტომაც გაქვს. ის რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წინა პერიოდში აქვს ნამუშევარი ახლა აისახა რაოდენობაზე და ციფრებზე. მთელს სფეროზე ეს რა თქმა უნდა ვერ აისახებოდა, ეს გარკვეულწილად იმ მიმართულებას შეეხო, ვინც ზამთრის კურორტებზე ოპერირებენ. მაგრამ ზოგადად ეს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი თანხაა. მომავლისთვის დაგეგმილი და ახლა შესრულებული პირდაპირი ფრენები იქნება ზუსტად განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ის ღონისძიებები რაც დაგეგმილია ხელს შეუწყობს განვითარებას. მაგრამ აქ შემაფერხებელი პირობებიც არსებობს, როგორც ობიექტური ისე საგარეო ჭრილში და თუ ხელისშეშლა არ იქნა, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა წელსაც გაზრდილი იქნება“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938,644 ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა +6.4%-ს შეადგენს.
იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის მონაცემის 80.4% აღდგენაა.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები