დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულდა - ქონების ეროვნული სააგენტო

პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულდა - ქონების ეროვნული სააგენტო

2024-04-04 10:26:00

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.

აქტიური პრივატიზების შედეგად, სააგენტომ ჯამში 79 707 625 ლარის მობილიზება მოახდინა, საიდანაც საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული 36 000 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში 60 086 446 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო, შედეგად, პირველი კვარტლის გეგმა გადაჭარბებით 167%-ით შესრულდა.

აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.

„სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შეთავაზებს.

მოგახსენებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“,- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები